en
ge

მოხალისეების შერჩევა მწვანე ფესტივალისთვის

ახალგაზრდა მწვანეები წელს მესამედ მართავენ მწვანე ფესტივალს. იგი გულისხმობს ქალაქ თბილისში ორდღიან პოლიტიკურ და კულტურულ ფესტივალს, რომელიც გააერთიანებს სემინარების, ვორქშოფების, პანელ-დისკუსიების ციკლს. აგრეთვე,  ფესტივალის ორივე დღის განმავლობაში იქნება ვორქშოფები, ორგანიზაციების პრეზენტაციები, სპორტული აქტივობები, არაფორმალური დისკუსიები, ფილმის ჩვენება,  კვების ობიექტი და ბარი, საღამოს ნაწილი კი მთლიანად მუსიკას დაეთმობა.
მწვანე ფესტივალის მიზანია ახალგაზრდებში მწვანე ფასეულობების გავრცელება და მათი პოლიტიკური გააქტიურება.
წყარო: ახალგაზრდა მწვანეები