en
ge

სასკოლო ინიციატივები ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით კონკურსი

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
  • დაწყების თარიღი: 11.05.2017
  • ბოლო ვადა: 29.05.2017
  • ბმული: http://jobs.ge/141140/
კონკურსის დაწყების თარიღი: 11.05.2017
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადა: 29.05.2017
საკონკურსო თემა: საზაფხულო სკოლა ბავშვთა უფლებების დაცვისთვის
კონკურსის შესახებ:
"სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი", ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისთვის" ფარგლებში, აცხადებს სასკოლო ინიციატივების განაცხადების მიღებას. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ საჯარო სკოლებს ქვემო ქართლიდან, შიდა ქართლიდან და სამცხე-ჯავახეთიდან.
თუ სკოლას აქვს იდეა განახორციელოს სასკოლო ინიციატივა საზაფხულო არდადეგების დროს, თქვენ გაქვთ ამის შესაძლებლობა.
დაფინანსდება ინიციატივები, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა, მშობლებისა და ადგილობრივი თემის აქტიურ ჩართულობას სასკოლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით.
წყარო:jobs.ge