სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) აცხადებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ვებ–გვერდის – www.csogeorgia.org – რედაქტორის ვაკანსიას.
სამუშაოს ხასიათი: სრული განაკვეთი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაოს ზოგადი აღწერა
www.csogeorgia.org – არის საზოგადოებრივი ორგანიზაციების ვებ–გვერდი, რომელიც აქვეყნებს არასამთავრობო ანუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის ამსახველ ინფორმაციას. რედაქტორი გეგმავს და პასუხისმგებელია ვებ–გვერდზე და სოციალურ ქსელში არსებულ გვერდებზე განთავსებულ პუბლიკაციებზე. მონაწილეობს კონტენტისა და ვიზუალიცაზაციის, სიტყვების პლატფორმის შექმნაში, თვალყურს ადევნებს ვებ–გვერდის და სოციალურ ქსელში არსებული გვერდების სტატისტიკას და ამზადებს შესაბამის ანგარიშს.
ძირითადი მოვალეობები
- კონტენტის (სტატია, ინფორმაცია, ინტერვიუ) მომზადება და რედაქტირება (ქართული, ინგლისური);
- ვებ–გვერდის თანამშრომლების ხელმძღვანელობა და სამუშაოების დაგეგმვა;
- ვებგვერდის, სოციალურ ქსელებში გვერდების მართვა, მონაცემების ბაზის წარმოება;
- საინფორმაციო პოლიტიკის, ვებ–გვერდის რესურსების დაგეგმვა, განვითარება და მენეჯმენტი;
- სოციალურ ქსელებში განთავსებული გვერდების და ვებგვერდის სტატისტიკის პერიოდული ანგარიში და ანალიზი;
- ვებგვერდისა და სოციალურ ქსელში არსებული გვერდების მომხმარებელთან მჭიდრო ინტერაქცია (კითხვებზე პასუხის გაცემა, გადამისამართება).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება, სასურველია ჟურნალისტიკის მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- კონტექნტის შექმნისა და ონლაინ აუდიტორიისმკითხველების მოზიდვის გამოცდილება;
- ახალი მედიის მიმართულებით ცოდნა, მართვა და გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე და სამონტაჟო (ვიდეო, აუდიო, ფოტო) პროგრამების ცოდნა;
- ქართული, ინგლისური ენების გამართული ცოდნა (წერა, კითხვა, საუბარი).
დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა გამოგზავნოს
- რეზიუმე/CV;
- სამოტივაციო წერილი – მასში უნდა დაასაბუთოთ თქვენი კონკურენტული უპირატესობა, უნდა დაგვანახოთ თუ რატომ უნდა შევაჩეროთ არჩევანი თქვენზე.
ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.
მონაცემები გამოგზავნეთ შემდეგ ელ–მისამართზე: l_shalvashvili@civilin.org
წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „www.csogeorgia.org რედაქტორი".
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 მაისი, 18:00 სთ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ
- არ გამოგზავნოთ სხვა კონკურსებისთვის დაწერილი, გადაკეთებული სამოტივაციო წერილები;
- თუ კანდიდატი არ აკმაყოფილებს ყველა საკვალიფიკაციო მოთხოვნას და მისი სამოტივაციო წერილი არ აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს – მოიხსნება კონკურსიდან;
- ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ კანდიდატებს;
- ინტერვიუზე დაგვიანებით მოსული კანდიდატი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.
გთხოვთ, გაუფრთხილდით ჩვენს და თქვენს დროს და ენერგიას.