en
ge

კონკურსი ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში

CENN და კომპანია ტისიუპეიპერ გთავაზობთ:
ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში დაგეგმეთ ყველაზე მწვანე არდადეგები –  შეაგროვეთ მაკულატურა ზაფხულის განმავლობაში!
მიიტანეთ შეგროვებული ქაღალდის ნარჩენი სკოლაში ახალი სასწავლო წლის განახლებისთანავე, გახდით „მწვანე არდადეგების პრიზის" მფლობელი და ამავდროულად, მიიღეთ ქულები კეცხოველის სასკოლო პრემიისთვის. კონკურსში გამოვლინდება 3 გამარჯვებული სკოლა და საჩუქრად გადაეცემა გარემოსდაცვითი ლიტერატურა.
საპრიზო ფონდი 1 500 ლარია.
წყარო: cenn.org