en
ge

მოწვევა ღია კარის საგრანტო პროგრამაში მონაწილეობაზე

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: ევროპის ფონდი
  • დაწყების თარიღი: 18.07.2017
  • ბოლო ვადა: 30.09.2017
  • ბმული: http://jobs.ge/147169/
"ევროპის ფონდი" იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (სსო), 2017 წლის 18 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით წარმოადგინონ წინასწარი ან სრული საპროექტო განაცხადი ფონდის ღია კარის საგრანტო პროგრამის გრანტის მისაღებად.
ღია კარის საგრანტო პროგრამის ფარგლებში სსო-ებს ამ ვადის ამოწურვის შემდეგაც ექნებათ ფონდში განაცხადის წარდგენის საშუალება. წარმოდგენილი განაცხადების განხილვისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გენდერული და უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების ანალიზს, რაც ქალებსა და მამაკაცებზე, და ასევე ეთნიკურ, რელიგიურ, ენობრივ და/ან სექსუალურ უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენლებზე პროექტის საქმიანობისა და მოსალოდნელი შედეგების პირდაპირ ან ირიბ ზეგავლენას მიემართება.
წყარო:jobs.ge