en
ge

ტენდერი სატრენინგო მომსახურების შესყიდვაზე

  • ტენდერი
  • გამომცხადებელი: საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
  • დაწყების თარიღი: 20.07.2017
  • ბოლო ვადა: 30.07.2017
  • ბმული: http://jobs.ge/147371/
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს სატრენინგო მომსახურების შესყიდვაზე.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ (GFA) მიიღო ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) დაფინანსება საქართველოს სამხრეთ რეგიონებში, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის საშუალებით, სასოფლო-სამეურნეო ფერმერული კოოპერატივების სიმძლავრეების განვითარებისათვის შესაბამისი პოლიტიკის შემუშავების განსახორციელებლად.

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, იწვევს უფლებამოსილ პრეტენდენტებს (იურიდიულ და ფიზიკურ პირებს), წარმოადგინონ საჯარო ტენდერში ფინანსური წინადადებები სატრენინგო მომსახურების შესყიდვაზე.

პრეტენდენტებს შეუძლიათ წარმოადგინონ წინადადებები, როგორც ერთი კონკრეტული ტრენინგის განხორციელებაზე, ასევე რამოდენიმეზე.

აღნიშნული მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია "ტექნიკურ პირობებში".