en
ge

ქალთა და გოგონათა გაძლიერება

„საზოგადოებრივი განვითარების აკადემია" და „ბათუმის ამერიკული კუთხე", სპეციალურად სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის, 2017 წლის 6 სექტემბრიდან 2017 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით განახორციელებს პროექტს „ქალთა და გოგონათა უფლებების" შესახებ სკოლას. პროექტი ემსახურება ქალთა უფლებების გაცნობას, გაძლიერებას, სამოქალაქო ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას.
სკოლის დასრულების შემდგომ გაიცემა სერთიფიკატი.
სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
საქართველოს მოქალაქეებს;
უმაღლესი სასწავლებლების I, II, III კურსის სტუდენტებს;
საჯარო და კერძო სკოლის XI-XII კლასის მოსწავლეებს;
პროექტში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ინგლისური ენის არანაკლებ "Pre Intermediate" (საკომუნიკაციო) დონეზე ფლობა.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში