en
ge

საფრანგეთის რესპუბლიკის 2017 წლის პრემია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში

საფრანგეთის რესპუბლიკის 2017 წლის პრემია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში „თავისუფლება – თანასწორობა – ძმობა" ღიაა კანდიდატურებისთვის.
1988 წელს შექმნილ აღნიშნულ პრემიას ადამიანის უფლებების ეროვნული საკონსულტაციო კომისია გადასცემს (CNCDH) , რომელიც ადამიანის უფლებების პოპულარიზაციისა და დაცვის ეროვნული სტრუქტურაა. ის აჯილდოვებს ინდივიდუალურ ან კოლექტიურ კონკრეტულ პროექტებს ადამიანის უფლებათა დაცვის დარგში, მოქალაქეობისა თუ საზღვრების მიუხედავად, და რომლებიც პასუხობენ ყოველწლიურად შერჩეული ორი თემიდან ერთ-ერთს.
2017-თვის შერჩეული ორი თემაა :
• « ინფორმაციის თავისუფლება, პრესის თავისუფლება და ჟურნალისტიკა »
• « სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების მხარდაჭერა და დაცვა »
წყარო: საფრანგეთის საელჩო საქართველოში
კანდიდატურების მიღების ვადა : 2017წ. 15 ოქტომბერი
წყარო:ge.ambafrance.org