en
ge

პროექტის ასისტენტი

"სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" არის ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი. პროექტის გრძელვადიანი მიზანია, ხელი შუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კაშირები სხვა აქტორებთან. 

პროექტის ამოცანები

  • სამოქალაქო საზოგადოების ფინანსური მდგრადობის გაზრდა დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციის გზით, მათ შორის სახელმწიფო ფონდების და კერძო სექტორის გააქტიურებით, მოხალისეობის ინსტიტუტის ხელშეწყობით და საგადასახადო გარემოს გაუმჯობესებით; 
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის გაუმჯობესება, საზოგადოების მხრიდან სექტორის როლის და ფუნქციის სწორედ აღქმისა და აღიარებისათვის; 
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თანამშრომლობის გაღრმავება ხელისუფლებასთან, მედიასთან და ბიზნესთან; 
  • სამოქალაქო საზოგადოების აქტორების როლის გაძლიერება პოლიტიკის დიალოგის პროცესში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისას. 

"სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი" აღნიშნული პროექტის ფარგლებში აცხადებს პროექტის ასისტენტის ვაკანსიას. 

სამუშაოს განაკვეთი: სრული 

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი 

ძირითადი მოვალეობები

  • პროექტის გუნდის და კოორდინატორის მხარდაჭერა პროექტის ყველა თანმდევი პროცესის მართვაში; 
  • სხვადასხვა კვლევის წარმოება და დეტალური ინფორმაციის მოძიება; 
  • პროექტის მიზნებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და ანგარიშების წარმოება; 
  • პროექტით გათვალისწინებული სამაგიდო კვლევებში მონაწილეობა; 
  • შეხვედრებზე თარგმნის (ინგლისურ-ქართული და პირიქით) უზრუნველყოფა; 
  • პროექტის ფარგლებში შექმნილი დოკუმენტაციის თარგმნა; 
  • პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების და შიდა ორგანიზაციული შეხვედრების ორგანიზება; 
  • პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ პრესრელიზების მომზადება და განთავსება ონლაინ; 
  • ორგანიზაციის შიდა სამუშაო შეხვედრების და ღონისძიებების ორგანიზება; 
  • მასალებისა და საბუთების დროული მოძიება და მომზადება; 
  • პერიოდული ანგარიშებისთვის მასალის მომზადება; 
  • პროექტების ინტერესებიდან გამომდინარე გარკვეული სამუშაო ჯგუფების შეხვედ რების და თათბირებს დასწრება, შესაბამისი ოქმების მომზადება. 

კვალიფიკაცია და უნარები

  • უმაღლესი განათლება (მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი); 
  • ინგლისური და ქართული ენების სრულყოფილი ფლობა, აკადემიურად წერის უნარი; 
  • ინგლისურის ცოდნის დამადასტურებელი - საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS 6,5) ჩაითვლება უპირატესობად; 
  • ორგანიზაციული უნარ-ჩვევები და პუნქტუალურობა; 
  • მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი; 
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი; 
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები; 
  • დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა. 

უპირატესობად ჩაითვლება

  • პროექტებში ან კვლევებში მონაწილეობის გამოცდილება; 
  • ტრენინგების ფასილიტაციის გამოცდილება. 

დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა გამოგზავნოს

  • რეზიუმე/CV; 
  • სამოტივაციო წერილი - მასში უნდა დაასაბუთოთ თქვენი კონკურენტული უპირატესობა. უნდა დაგვანახოთ თუ რატომ უნდა შევაჩეროთ არჩევანი თქვენზე, ასევე მიუთითეთ ორი რეკომენდატორი. 

ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე. 

მონაცემები გამოგზავნეთ შემდეგ ელ-მისამართზე: ia@civilin.org და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "პროექტის ასისტენტი". 

გთხოვთ გაითვალისწინოთ: ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ კანდიდატებს.