en
ge

კატო მიქელაძის პრემიის დაჯილდოვება

 "ქალთა ფონდი საქართველოში" იწყებს კატო მიქელაძის პრემიის რიგით მეხუთე დაჯილდოვებისთვის მზადებას.
ნებისმიერ პირს შეუძლია ელექტრონული ფორმით დაასახელოს საკუთარი კანდიდატი, რომელსაც საგანგებოდ შექმნილი ჟიური განიხილავს.
პრემიის დაწესებიდან მეხუთე წელს, "ქალთა ფონდმა საქართველოში" გადაწყვიტა დაჯილდოების ფორმატი მცირედით შეცვალოს და განიხილოს მხოლოდ ის აქტივისტები, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ და საქმიანობენ. ამ გზით ფონდი მათი საქმიანობის უფრო მეტად წარმოჩენას ისახავს მიზნად.
წყარო: Women's Fund in Georgia