en
ge

ტრეინინგი სექსუალურ განათლებასა და ჯანმრთელობაზე

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ქალთა საერთაშორისო ქსელი
  • დაწყების თარიღი: 12.10.2017
  • ბოლო ვადა: 01.11.2017
  • ბმული: http://www.jobs.ge/155369/
ქალთა საერთაშორისო ქსელი (WIN) ახორციელებს პროექტს "ყველაფერი შენ შესახებ", რომლის ფინანსური მხარდამჭერია ქალთა ფონდი საქართველოში. პროექტის ფარგლებში 2017 წლის 17-19 ნოემბერს გაიმართება ტრეინინგი საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.
ტრეინინგზე მოხდება ყოვლისმომცველ სექსუალურ განათლებასა და ჯანმრთელობაზე შექმნილი ადგილობრივი პროექტისა და სხვა ქვეყნებში განხორციელებული პრაქტიკების გაცნობა, სექსუალური განათლების ადვოკატირების გეგმის შემუშავება და სხვადასხვა მეთოდების გაზიარება, რომლებიც მონაწილეებს თავიანთ სამიზნე ჯგუფებთან მუშაობას გაუადვილებს. დრო დაეთმობა აგრეთვე დამსწრე ორგანიზაციების საქმიანობის მიმოხილვას, სასარგებლო ინფორმაციის გაცვლასა და პროფესიული კონტაქტების დამყარებას.
წყარო: jobs.ge