en
ge

ტრენინგი მედიის/არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის DCFTA-ზე

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: GFSIS
  • დაწყების თარიღი: 17.10.2017
  • ბოლო ვადა: 06.11.2017
  • ბმული: http://jobs.ge/155778/
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) აცხადებს შერჩევას ტრენინგში - "ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) თაობაზე" - მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს მასმედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საკუთარი შესაძლებლობების ზრდაში, რომ შეძლონ DCFTA-ის განხორციელების პროცესის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება და მონიტორინგი; ჟურნალისტებს - DCFTA-ის თემებზე მუშაობაში, ხოლო სამოქალაქო საზოგადოებას -გაიღრმავოს ცოდნა და უნარ-ჩვევები მთელი ქვეყნის მასშტაბით DCFTA-ის შესრულების მონიტორინგის, გავრცელების, მხარდაჭერისა და მონაწილეობის პროცესში ჩასართავად.
წყარო: jobs.ge