en
ge

კონკურსი ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ქალთა საინფორმაციო ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 07.11.2017
  • ბოლო ვადა: 19.11.2017
  • ბმული: http://jobs.ge/157745/
2017 წელს 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე, მთელ მსოფლიოში ტარდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია, რომლის თემაც წელს არის: "მშვიდობიანი სახლიდან მშვიდობამდე მსოფლიოში: უსაფრთხო განათლება ყველას!".
ქალთა მიმართ ძალადობის თემების აქტუალიზაციის და ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, "ქალთა საინფორმაციო ცენტრი", "კოალიცია განათლება ყველასათვის საქართველოს" მხარდაჭერით კამპანიის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს ახალგარზდა ჟურნალისტებისთვის, ბლოგერებისთვის, სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის, გენდერულ ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მულტიმედიური მასალების - სტატიების/ბლოგების, ფოტო და ვიდეო რეპორტაჟების - შექმნასთან დაკავშირებით.
წყარო: jobs.ge