en
ge

კონკურსი სამეცნიერო სტატიების მიღებაზე

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრი / Bar Educational Center
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 05.12.2017
  • ბმული: https://www.facebook.com/events/1475008285928072/
„ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრი" ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატებთან" ერთად აცხადებს კონკურსს სამეცნიერო სტატიების მიღებაზე სამეცნიერო ჟურნალ "ახალგაზრდა ადვოკატების" მერვე ნომერში გამოსაქვეყნებლად.
ჟურნალის გამოცემა დაიწყო 2014 წლის პირველი ნახევრიდან და ის წარმოადგენს რეფერირებად გამოცემას. ჟურნალს აქვს მინიჭებული პერიოდული გამოცემის ნომერი - ISSN 1512-4525.
ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება შეუძლიათ, როგორც დოქტორის ან/და მასთან გათანაბრებულიაკადემიური ხარისხის მქონე პირებს, ასევე დოქტორანტებს, მაგისტრებს/მაგისტრანტებს და ბაკალავრებს. სამეცნიერო ჟურნალი "ახალგაზრდა ადვოკატები" სტატიებს გამოაქვეყნებს სამართლის სფეროში არსებულ ნებისმიერ საკითხზე.
სამეცნიერო ჟურნალის მერვე ნომრის გამოცემა მოხდება 2017 წლის დეკემბერში. სტატიების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 05 დეკემბერი 18:00 საათი.
წყარო: ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრი / Bar Educational Center