en
ge

კონკურსი ჟურნალისტებისთვის

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აცხადებს კონკურსს ქართველი ჟურნალისტებისთვის საუკეთესო საგამოძიებო სტატიის/სატელევიზიო სიუჟეტის გამოსავლენად. მიიღება ნებისმიერ თემაზე დაწერილი საგამოძიებო ნაშრომები, განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს შემდეგი საკითხები: კორუფცია (როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში და კერძო სექტორში), საჯარო ფინანსების გამოყენება და მენეჯმენტი, სახელმწიფო მოხელეების და ასევე კერძო სექტორის ანგარიშვალდებულება, სახელმწიფო შესყიდვები, ინტერესთა კონფლიქტი, პოლიტიკის და კერძო სექტორის ურთიერთობა.
წყარო:transparency.ge