en
ge

სასწავლო ვიზიტი აშშ-ში მოსამართლებისთვის

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო
  • დაწყების თარიღი: 23.01.2018
  • ბოლო ვადა: 03.02.2018
  • ბმული: http://jobs.ge/164119/
USAID-ის დაფინანსებული გაცვლითი სასწავლო პროგრამები აშშ-ში სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციის მქონე მოსამართლეებისათვის.
ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროექტის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG) მეშვეობით აპირებს თავისი საქმიანობის გაფართოებას საქართველოში სამოქალაქო და ადმინისტრაციული მოსამართლეებისთვის პროფესიული შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს მოსამართლეთა მიერ თავიანთი საქმიანობის უფრო ეფექტურად წარმართვას და სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა ლიდერობა, ცვლილებების მართვა, სასამართლო საქმეთა მართვა, სასამართლო ეთიკა და დისციპლინა, უნარ-ჩვევების შეძენას. აღნიშნული აქტივობის ფარგლებში იგეგმება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციის მქონე ქართველი მოსამართლეების ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ქართველ მოსამართლეებს ექნებათ შესაძლებლობა პირისპირ შეხვდნენ და იმუშავონ ამერიკელ მოსამართლეებთან, სასამართლოს მენეჯერებთან და სამართლის მკვლევარებთან. ვიზიტების სერია დაიწყება 2018 წლის გაზაფხულზე და გაგრძელდება 2020 წლის გაზაფხულამდე.
წყარო: jobs.ge