სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომში - სწავლების ცენტრი) 2018 წლის 8 თებერვლიდან აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 22 იანვრის №9/2018 განკარგულებით განსაზღვრულ საგრანტო კონკურსის დაფინანსების შემდეგ მიმართულებებზე:
- პირველი მიმართულება: ახალგაზრდა ამომრჩეველი და სამოქალაქო აქტიურობა საზოგადოებრივ - პოლიტიკურ (საარჩევნო) პროცესში
- მეორე მიმართულება: პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა.
საგრანტო კონკურსის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ
ბმულზე..
წყარო: electionreforms.ge