en
ge

ბლოგერების კონკურსი

თუ ხარ კრეატიული და გიყვარს წერა, მაშინ ეს კონკურსი შენთვისაა.
გაიცანი ჩვენი ორგანიზაცია – ტურიზმის განვითარების ცენტრი (tourismcenter.ge), მიიღე მონაწილეობა კონკურსში – „ბლოგერების კონკურსი", დაწერე ბლოგი და მოიგე დაუვიწყარი მოგზაურობა იტალიაში!
ტურიზმის განვითარების ცენტრი აცხადებს კონკურს ბლოგერების კონკურსი თემაზე – „მოგზაურობა".
კონკურსი მიზნად ისახავს, განსაკუთრებული წერის ნიჭით დაჯილდოებული დამწყები თუ აქტიური ბლოგერების აღმოჩენას და მათ გამოვლენას.
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული.
პრიზები:
პირველი ადგილი: 8 დღიანი ტური – იტალია, შვეიცარია და ლიხტენშტეინის სამთავრო (2 კაციანი საგზური) „გუდ თრეველისგან" (დამატებითი ინფორმაცია)
მეორე ადგილი: 3 დღიანი ჯიპ ტური თუშეთში (2 კაციანი საგზური) „ფლაი თრეველისაგან" (დამატებითი ინფორმაცია)
მესამე ადგილი: 1 ღამე (2 კაციანი საგზური) – სასტუმრო „როიალ ბატონი" (დამატებითი ინფორმაცია)
წყარო: tourismcenter.ge