en
ge

საგრანტო კონკურსი – ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების დაძლევა საქართველოს რეგიონებში

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: ქალთა ფონდი საქართველოში
  • დაწყების თარიღი: 14.02.2018
  • ბოლო ვადა: 15.03.2018
  • ბმული: https://www.womenfundgeorgia.org/ka/WhatWeDo/Grantmaking/2523
ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების დაძლევა საქართველოს რეგიონებში", რომლის ფინანსური მხარდამჭერია ბრიტანული ფონდი სიგრიდ რაუზინგ თრასთი.
საგრანტო კონკურსის მიზანია საქართველოს რეგიონებში მომუშავე ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევის წახალისება, ხელი შეუწყონ გენდერის ნიშნით ძალადობის დაფარული ფორმების სამართლებრივი და პრევენციული საკითხების წინ წამოწევას, ადვოკატირებასა და ლობირებას. ფონდი მხარს დაუჭერს ინიციატივებს, რომლებიც მოიაზრებს ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების გამოაშკარავებასა და მათთან ბრძოლას, ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური მსოფლმხედველობისა და პატრიარქალური შეხედულებების შეცვლას.
წყარო:www.womenfundgeorgia.org