en
ge

მოიგეთ ორკვირიანი კურსი დიდ ბრიტანეთში

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ბრიტანეთის საბჭო
  • დაწყების თარიღი: 19.02.2018
  • ბოლო ვადა: 12.03.2018
  • ბმული: http://jobs.ge/166698/
ჩაერთეთ ინგლისური ენის კონკურსში და გაემგზავრეთ ორკვირიან სასწავლო კურსზე დიდ ბრიტანეთში
ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან პროფესიული სასწავლებლის სტუდენტი ხართ? საქართველოს მოქალაქე ხართ და თქვენი ასაკი 18 წელს აღემატება? მაშინ ჩაერთეთ ინგლისური ენის კონკურსში და გაემგზავრეთ ორკვირიან სასწავლო კურსზე დიდ ბრიტანეთში.
კონკურსს ატარებს "ბრიტანეთის საბჭო" და საგანმანათლებლო სააგენტო "ELL". კონკურსის შედეგად სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა მიიღონ "ბრიტანეთის საბჭოს" მიერ დამოწმებული Aptis სერტიფიკატი და მოიგონ შესანიშნავი პრიზები:
I ადგილი - ორკვირიანი პროფესიული კურსი დიდ ბრიტანეთში - M.L.S International College; კურსზე წასვლას უზრუნველყოფს საგანმანათლებლო სააგენტო ELL
II ადგილი - iPhone 7
III ადგილი - ლეპტოპი.
წყარო:jobs.ge