en
ge

კონკურსი სამეცნიერო სტატიების მიღებაზე

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრი / Bar Educational Center
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 05.06.2018
  • ბმული: https://www.facebook.com/events/1933035476949913/
„ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრი" ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატებთან" ერთად აცხადებს კონკურსს სამეცნიერო სტატიების მიღებაზე სამეცნიერო ჟურნალ "ახალგაზრდა ადვოკატების" მეცხრე ნომერში გამოსაქვეყნებლად.
ჟურნალის გამოცემა დაიწყო 2014 წლის პირველი ნახევრიდან და ის წარმოადგენს რეფერირებად გამოცემას.
ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება შეუძლიათ, როგორც დოქტორის ან/და მასთან გათანაბრებულიაკადემიური ხარისხის მქონე პირებს, ასევე დოქტორანტებს, მაგისტრებს/მაგისტრანტებს და ბაკალავრებს. სამეცნიერო ჟურნალი "ახალგაზრდა ადვოკატები" სტატიებს გამოაქვეყნებს სამართლის სფეროში არსებულ ნებისმიერ საკითხზე.
სამეცნიერო ჟურნალის მეცხრე ნომრის გამოცემა მოხდება 2018 წლის ივნისში.
წყარო: ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრი / Bar Educational Center