en
ge

2018 წლის სტუდენტური კონკურსი

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 13.03.2018
  • ბმული: https://www.facebook.com/events/1105058392970459/
2018 წლის სტუდენტური კონკურსი გამოცხადდა!
კონკურსი იმართება საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით!
კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და ასევე, არსებული სოციალური საწარმოებისთვის პრობლემური ამოცანების გადაწყვეტა.
კონკურსი გულისხმობს არსებული სოციალური საწარმოსთვის კონკრეტული პრობლემური ამოცანების გადაჭრაზე მიმართული ბიზნეს პროექტის შემუშავებას და შემდგომ, მათ პრაქტიკაში განხორციელებას.
კონკურსი სტუდენტებს თავიანთი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას აძლევს და მათი ინტერესების სფეროს გაფართოებას უწყობს ხელს. კონკურსის მიმდინარეობისას სტუდენტები შეხვდებიან როგორც ქართველ სოციალურ მეწარმეებს, ისე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გახდნენ გამარჯვებულები და მოიპოვონ სამოგზაურო გრანტი სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უნივერსიტეტების ნებისმიერი ფაკულტეტისა და კურსის სტუდენტებს (მაგისტრატურა, ბაკალავრიატი).
წყარო: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი