en
ge

ასოციაცია “ჰერა XXI” აცხადებს ტრენერთა მოსამზადებელი ტრენინგისთვის მონაწილეთა შერჩევას

ასოციაცია "ჰერა XXI” იწვევს აქტიურ და მოტივირებულ ახალგაზრდებს თანასწორ განმანათლებელთა ტრენინგზე (TOT).
დაინტერესებულ ახალგაზრდებს ვთხოვთ, შეავსონ სააპლიკაციო ფორმა მითითებულ ბმულზე...
უპირატესობა მიენიჭებათ სოციალური მეცნიერებების (ფსიქოლოგია, სოციალური მუშაობა, სოციოლოგია) დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.
რას მიიღებს თითოეული ახალგაზრდა ტრენინგში მონაწილეობით?
ცოდნას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ;
ინფორმაციას ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ხარისხიანი სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის შესახებ;
საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში აქტიური ჩართვის შესაძლებლობას;
ტრენერისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მისწერეთ ორგანიზაცია მისამართზე: moxalisehera@gmail.com ან დაუკავშირდით ნომერზე +995 32 14 28 53
ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: www.hera-youth.ge
წყარო: hera-youth.ge