en
ge

დემოკრატიის ლაბორატორიის პლატფორმა: imitom.ge

ხარ 15-დან 25 წლამდე? გინდა წერო შენთვის საინტერესო საკითხებზე? გაქვს ამბიცია უპასუხო კითხვებს?
დემოკრატიის ლაბორატორია იწყებს პლატფორმას www.imitom.ge, სადაც ახალგაზრდები მათთვის აქტუალურ თემებზე, ადამიანებზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე მათთვის საინტერესო ფორმით ისაუბრებენ.
თუ გინდა გახდე imitom.ge-ს ავტორი, დაწერე მაქსიმუმ 2 გვერდიანი ტექსტი სათაურით: „იმიტომ..." და გამოაგზავნე შენს ბიოგრაფიასთან ერთად მისამართზე demlabinfo@gmail.com
შინაარსში შეზღუდული არ ხარ. რატომ? იმიტომ!
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში