en
ge

ტრენინგ-კურსი მოლაპარაკებებში

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: საქართველოს რეფორმების ასოციაცია-GRASS
  • დაწყების თარიღი: 26.02.2018
  • ბოლო ვადა: 26.03.2018
  • ბმული: http://grass.org.ge/training/trening-kursi-molaparakebebshi/
"საქართველოს რეფორმების ასოციაცია-GRASS" კორპორაციულ კლიენტებს სთავაზობს ტრენინგ-კურსს "მოლაპარაკებებში".
ტრენინგ-კურსი "მოლაპარაკებებში" განკუთვნილია პროექტის ხელმძღვანელებისთვის, მენეჯერებისთვის, იურისტებისთვის, რომლებიც სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების დროს ურთიერთობენ ადგილობრივ ან უცხოელ პარტნიორებთან, კლიენტებთან, აწარმოებენ მოლაპარაკებებს საჯარო ინსტიტუტებისა თუ კერძო კომპანიების წარმომადგენლებთან. ტრენინგ-კურსი დიდ შესაძლებლობას აძლევს იმ ადამიანებს, რომელთაც სურთ შეისწავლონ მოლაპარაკებების ხელოვნების სტრუქტურა და მისი სხვადასხვა ასპექტი.
მონაწილეები ტრენინგის გავლის შემდეგ მიიღებენ პრაქტიკაზე ორიენტირებულ ცოდნას, ცნებებსა და მეთოდებს, რომელთა გამოყენებას შეძლებენ ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში.
ტრენინგები მოიცავს შემდეგი სახის მოდულებს:
** ბიზნეს მოლაპარაკებების ძირითადი ცნებები;
** მოლაპარაკებები მულტიკულტურულ გარემოში;
** მოლაპარაკებები რთულ გარემოში და ჩიხში შესული მოლაპარაკებების მართვა;
** მედიაცია მენეჯერებისთვის;
** მრავალმხრივი და კომპლექსური მოლაპარაკებები.
ორგანიზაციებისათვის შესაძლებელია აღნიშნული მოდულების შერწყმა, დეტალიზაცია, ან დამკვეთის მიერ სასურველი ტრენინგის შემუშავება.
კურსი ეფუძნება პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას, რომელიც მსმენელს საშუალებას მისცემს მარტივად და პროდუქტიულად აითვისოს ის თეორიული ცოდნა, რომელსაც უშუალოდ კურსის დროს მიიღებს.
წყარო:grass.org.ge