en
ge

კონკურსი მოხალისეების შესარჩევად

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია
  • დაწყების თარიღი: 06.03.2018
  • ბოლო ვადა: 20.03.2018
  • ბმული: http://media.org.ge/?p=3953
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია აცხადებს კონკურსს მოხალისეების შესარჩევად. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 16-დან 25-წლამდე ახალგაზრდებს.
თუ თქვენ ცხოვრობთ აჭარის რეგიონში გთავაზობთ მოხალისის სტატუსით ჩაერთოთ გადაცემებისა და სიუჟეტების მომზადებაში, რომელიც აჭარის ტელევიზიის გადაცემა „ჰეშთეგის" პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
გადაცემათა ციკლი მომზადდება პროექტის „სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა" ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია ფონდი "ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED).
მონაწილეობის მსურველებმა ელ-ფოსტაზე: batumiijh@gmail.com 20 მარტამდე მოგვაწოდეთ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 100 სიტყვა).
მოხალისეები შეირჩევიან გასაუბრების შემდეგ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 592 59 24 24 ქეთი