ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში, საგრანტო კონკურსის III რაუნდი გამოაცხადა.
გრანტის მოცულობა 5 000 აშშ დოლარიდან - 25 000 აშშ დოლარამდეა.
მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ორგანიზაციას, მათ შორის: საჯარო და კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კერძო კომპანიებს, პროფესიულ ასოციაციებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.
გასული წლების მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 17 პროექტი, საერთო ღირებულებით 242 100 აშშ დოლარი. დაფინანსებული პროექტების განხორციელების შედეგად, დაინერგა ინოვაციური სასწავლო მეთოდები პროფესიული განათლების პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით, შემუშავდა ახალი მიდგომები სკოლის ასაკის ბავშვებში, სტუდენტებსა და ზრდასრულებში, გამოვლინდა კერძო სექტორისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის ახალი პრაქტიკები.
საგრანტო კონკურსი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 11 აპრილი.