en
ge

საგრანტო კონკურსი

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: USAID Zrda Activity
  • დაწყების თარიღი: 30.03.2018
  • ბოლო ვადა: 30.04.2018
  • ბმული: http://jobs.ge/170967/
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი ზრდა საქართველოში და საარსებო წყაროების სააგენტო აცხადებენ ერთობლივ საგრანტო კონკურსს #049-2005-007-S-2018 240 კვ.მ. სასათბურე მეურნეობების მოწყობის მხარდაჭერის მიზნით. საგრანტო პროგრამის ჯამური თანხა შეადგენს 200 000 ლარს, რომელიც გამოყოფილია ზრდა პროექტისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს თანაბარი თანხობრივი მონაწილეობით.
გრანტების გაცემა განხორციელდება პროექტ ზრდას გრანტების მართვის შინაგანაწესის, სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს რეგულაციების და ასევე USAID-ისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო რეგულაციების შესაბამისად.
განაცხადების წარდგენა/ჩაბარება შესაძლებელია ბეჭდური/ხელნაწერი ფორმით ზრდა პროექტის ოფისებში, შემდეგ მისამართებზე:
გორი, სტალინის 27
ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქუჩა #3, (საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთის" ოფისი) 
მარნეული, რუსთაველის 48
ახმეტა, ლესელიძის ქუჩა 36
თბილისი, ნ. რამიშვილის ქუჩა I ჩიხი N 9, მე-3 სართული
წყარო: jobs.ge