en
ge

სტიპენდიები ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაზე

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
  • დაწყების თარიღი: 05.04.2018
  • ბოლო ვადა: 01.05.2018
  • ბმული: http://jobs.ge/171637/
შეხვდით ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს თბილისში და მონაწილეობა მიიღეთ ინგლისური ენის უფასო ტესტირებაში!
დასახელება: სტიპენდიები ბაკალავრიატზე და მაგისტრატურაზე სწავლისთვის, ესტონეთში
სამშაბათს, 2018 წლის 10 აპრილს, 18:30 -ზე, სასტუმრო Holiday Inn Tbilisi- ში ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (TTÜ) მიერ ჩატარდება ინფო-სესია და ტესტირება ინგლისურ ენაში!
TTÜ, რომელიც 1918 წელს დაარსდა, ყველაზე დიდი საჯარო უნივერსიტეტი გახლავთ ესტონეთის დედაქალაქ ტალინში. ეს არის, ასევე, ესტონეთის საუკეთესო საერთაშორისო უნივერსიტეტი: ამჟამად აქ მსოფლიოს 94 ქვეყნიდან ჩამოსული 1500 საერთაშორისო ხარისხის მქონე სტუდენტი იღებს განათლებას. ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გთავაზობთ 4 საბაკალავრო და 16 სამაგისტრო პროგრამას მხოლოდ ინგლისურ ენაზე, ბიზნესის, IT, მექანიკური ინჟინერიის, ქიმიის, ტექნოლოგიების, სოციალური მეცნიერებების და სამართლის სფეროებში.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 1 მაისია საქართველის მოქალაქეებისთვის. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://www.ttu.ee/studying
წყარო:jobs.ge