en
ge

სტაჟირების პროგრამა

საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილებაში
საბუთების მიღების დასაწყისი: 12 აპრილი, 2018
საბუთების მიღების დასასრული: 26 აპრილი, 2018
აშშ-ის საელჩო შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ სტუდენტებს სტაჟირება გაიარონ და პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ აშშ-ის საელჩოში.  პროგრამის მიზანია, სტუდენტებს მიეცეს მუშაობის შესაძლებლობა საგარეო ურთიერთობების სფეროში, ამერიკულ გარემოში.
მოცემული სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი, არ გულისხმობს რაიმე სახის სარგებელს ან სამომავლო დასაქმების ვალდებულებას. თუმცა, ჩვენი სტაჟირების პროგრამა გთავაზობთ მომავალი კარიერული განვითარებისათვის აუცილებელ სამუშაო გამოცდილებას.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება კონკურსში: მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უმაღლესი სასწავლებლების  სტუნდეტებს რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით.
წყარო:ამერიკის საელჩო საქართველში