en
ge

მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი - უკან მომავალში: 1918

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ForSet • ფორსეტი
  • დაწყების თარიღი: 19.04.2018
  • ბოლო ვადა: 10.05.2018
  • ბმული: https://www.facebook.com/events/748016065586611/
9-10 ივნისს ტექნოპარკში მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი - უკან მომავალში: 1918 გაიმართება. ჰაკათონში მონაწილეობა მონაცემებით დაინტერესებულ ადამიანებს, დიზაინერებს, პროგრამისტებს, კომუნიკაციის სპეციალისტებს, ისტორიის მკვლევარებს და ჟურნალისტებს შეეძლებათ. ორდღიანი ჰაკათონის თემა დამოუკიდებლობის 100 წელი იქნება. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გასული 100 წლის სხვადასხვა მონაცემზე იმუშაონ, შექმნან თანამედროვე და გამოყენებადი
ციფრული ხელსაწყოები, ვიზუალიზაციები და სხვ. ჰაკათონში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა 10 მაისამდე შეეძლებათ. შესაძლებელია ცალკეული მონაწილეების და ასევე გუნდების დარეგისტრირება. სარეგისტრაციო
ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში