en
ge

იდეების კონკურსი - საქართველო ჩემი სახლია

ერთიანი საქართველოს სიძლიერე მის მრავალფეროვნებაშია.
ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი გამოწვევაა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად მისი განსხვავებულობისა, ექნება იმის განცდა, რომ ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეა.
ჩვენ ვეძებთ ახალ და საინტერესო იდეებს იმ ადამიანებისგან, ვისაც მრავალფეროვნების დადებითი მხარეების წარმოჩენა სურს, ვისაც უნდა შექმნას ახალი სივრცე ღია საუბრებისა და დებატებისთვის. ვეძებთ ინიციატივებს, რომლებიც სხვადასხვა თემს ერთმანეთთან დაახლოებას შეუწყობს ხელს.
ჩვენ გვინდა, რომ სხვადასხვა უმცირესობის (ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური) თემის წარმომადგენლებმა ხელში აიღონ ინიციატივა, რათა დაძლიონ გაუცხოების პრობლემა, შეცვალონ დისკრიმინაციული და სტერეოტიპული დამოკიდებულება უმცირესობების მიმართ და შეძლონ საკუთარი ინტერესების დაცვა, წარმოჩენა და მხარდამჭერების შემოკრება.
ჩვენ გვინდა, რომ ყველამ, ვინც საქართველოში ცხოვრობს, იგრძნოს, რომ საქართველო ყველას სახლია, რომ ჩვენ ყველანი საზოგადოების თანაბარი წევრები ვართ, რომ თითოეული ჩვენგანი მნიშვნელოვანია.
გაქვთ იდეა, როგორ შეიძლება ამის მიღწევა? "ორბელიანი საქართველო" იწყებს იდეების ახალ კონკურსს, რომელიც ასეთი სახის ინიციატივებს დაუჭერს მხარს. წარმოადგინე იდეა ჩვენს პლატფორმაზე (http://app.orbeliani.net/), ჩართე სხვებიც!
წყარო: ორბელიანი საქართველო