en
ge

რობერტ ბოშისა და შავი ზღვის ფონდის საგრანტო კონკურსი

რობერტ ბოშისა და შავი ზღვის ფონდი აცხადებს ერთობლივ საგრანტო კონკურსს, რომელიც სამხრეთ კავკასიაში, უკრაინაში, მოლდოვასა და მეზობელ ქვეყნებში ნდობის აღდგენის აქტივობებს უჭერს მხარს. პარტნიორები დარწმუნებულები არიან, რომ სამოქალაქო საზოგადოებას მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია კონფლიქტში ჩართული მხარეების ნდობის აღდგენის, ურთიერთგაგებისა და შერიგების პროცესში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში