en
ge

ესეების კონკურსი ​პროფესორებისა და სტუდენტებისათვის

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ესეების კონკურსი გამოცხადდა - "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი", რომელსაც "განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტიტუტი" (EARI) განახორციელებს.
ნაშრომში აუცილებელია მითითებული იყოს ავტორის სახელი, გვარი, საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება, თქვენი პირადი ელ-ფოსტა და თქვენი ტელეფონის ნომერი (მონაცემების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხევაში ნამუშევრები არ მიიღება).
ტექნიკური სახის მოთხოვნები:
ენა: ქართული;
დოკუმენტის ტიპი: PDF;
ფონტი: Sylfaen;
შრიფტის ზომა: 12;
ინტერვალი: 1,15;
ესსეს მოცულობა: 1500-2500 სიტყვა.
საკონტაქტო ტელ.: 558 45 11 12
განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტიტუტის (EARI) მიზანია სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა; ცნობიერების ამაღლება; თვითმმართველობებში კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ხელშეწყობა ტრენინგების, ვორქშოფების მოწყობითა და კონკურსების ორგანიზებით.
წყარო: https://www.president.gov.ge