en
ge

კონკურსი სტუდენტთა კონფერენციისთვის აბსტრაქტების მიღებაზე

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: IFES-საქართველო
  • დაწყების თარიღი: 08.05.2018
  • ბოლო ვადა: 31.05.2018
  • ბმული: http://jobs.ge/175258/
ცხადდება აბსტრაქტების მიღება სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენციისთვის "ღირებულებათა ტრანსფორმაცია საქართველოში"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით, "საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი" (IFES), "სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია" (CELA) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება აცხადებს აბსტრაქტების მიღებას მეექვსე სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციისთვის თემაზე: "ღირებულებათა ტრანსფორმაცია საქართველოში".
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, განსაკუთრებით მათ, ვინც გადიან ან გაიარეს IFES-ის სამოქალაქო განათლების საუნივერსიტეტო კურსი "დემოკრატია და მოქალაქეობა"
წყარო:jobs.ge