en
ge

კონკურსი სამიზნე არასამთავრობო ორგანიზაციების შესარჩევად

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: People In Need
  • დაწყების თარიღი: 10.05.2018
  • ბოლო ვადა: 25.05.2018
  • ბმული: http://jobs.ge/175405/
People In Need (PIN) არის ჩეხური საერთაშორისო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული თავისუფლებების დასაცავად კრიზისულ რეგიონებში, მთელ მსოფლიოში, და ეწევა ჰუმანიტარულ დახმარებას, აგრეთვე დახმარებას განვითარების მიზნით. ორგანიზაციის საქმიანობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფოკუსირებულია ოთხ მთავარ სფეროზე: გადაუდებელი დახმარება და თანამშრომლობა განვითარებისათვის; ადამიანის უფლებათა მხარდაჭერა; სოციალური ინტეგრაციის პროგრამები; საგანმანათლებლო და საინფორმაციო პროგრამები. PIN საქართველოში 2005 წლიდან მუშაობს და მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, ხელს უწყობს დაუცველი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციას და სოფლის მეურნეობის გაძლიერებას. 
2018 წლიდან PIN ახორციელებს პროექტს ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით” (Human Rights through Documentaries), რომლის მიზანია ადამიანის უფლებების დაცვასა და ხელშეწყობაში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა. პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, "TRANSITION" პროგრამის ფარგლებში და ხორციელდება სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიასთან თანამშრომლობით. პროექტი მოიცავს სენაკისა და გორის მუნიციპალიტეტებს. 
კონკურსის მიზანი:
კონკურსის ფარგლებში შეირჩევა ექვსი სამიზნე არასამთავრობო ორგანიზაცია - სამი გორის და სამი სენაკის მუნიციპალიტეტში. შერჩეული ორგანიზაციები ჩაერთვებიან პროექტის განხორციელების პროცესში, მათ შორის შესაძლებლობების გაძლიერებისა და საგრანტო კომპონენტებში.
წყარო: jobs.ge