en
ge

კონკურსი შესაძლებლობების კვლევის ჩატარებაზე

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: რეგიონის განვითარების ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 13.05.2018
  • ბოლო ვადა: 27.05.2018
  • ბმული: http://jobs.ge/175742/
კვლევა ადგილობრივი წარმოებული პროდუქციის მიწოდება-მოთხოვნის შესაძლებლობების და პერიფერიული მომხმარებლების ინტერესების თაობაზე
"ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური ფლატფორმის ჩამოყალიბება" ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 3 წლიანი პროექტია, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ინიციატივის - "მერები ეკონომიკური ზრდისათვის" ფარგლებში. პროექტის მიზანია ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბიზნეს კლასტერის შექმნა და ბოლნისის რეგიონულ აგრო-ბიზნეს ცენტრად ჩამოყალიბების ხელშეწყობა. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ინდივიდუალურ ფერმერებს და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობას და ადგილობრივი წარმოების ინტენსიფიკაციას რეგიონის მასშტაბით არსებულ ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესების გზით. ასევე, ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მარკეტინგი საერთაშორისო და ადგილობრივი ვიზიტორების მოზიდვის მიზნით.
პროექტი ხორციელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ; პარტნიორი ორგანიზაციაა "რეგიონის განვითარების ცენტრი".
წყარო:jobs.ge