en
ge

ასოციაცია “ჰერა XXI” აცხადებს კონკურსს ტრენერ/კონსულტანტის შესარჩევად

არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია "ჰერა XXI” აცხადებს კონკურსს, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე მოწვეული ტრენერ/კონსულტანტის პოზიციაზე.
ფუნქცია–მოვალეობანი:
არაფორმალური განათლების ახალგაზრდა თანასწორ-განმანათლებლებისა და მომავალი ტრენერებისთვის სქესობრივი და  რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე ტრენინგ მოდულის შემუშავება.
ტრენინგის გეგმის შედგენა და ქ. თბილისში სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობის საკითხებზე თემატიკური  ტრენინგის ჩატარებაა;
შესრულებული სამუშაოს დეტალური ანალიტიკური/შეფასებითი ანგარიშის მომზადება;
ტრენინგის მიზანი:
სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე თემატიკური ტრენინგი მიზნად ისახავს მიაწოდოს არაფორმალური განათლების ახალგაზრდა თანასწორ-განმანათლებლებსა და მომავალ ტრენერებს თემატიკური  ცოდნა  სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და მასთან მჭიდროდ  დაკავშირებული საკითხების  შესახებ  იმ ფორმით, რომ მათ შეძლონ  აღნიშნული საკითხების სწორი აქცენტებით და მიზანმიმართულად მიწოდება სამიზნე აუდიტორიისთვის.
წყარო: hera-youth.ge