en
ge

სასწავლო პროგრამა საჯარო მოხელეებისთვის

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) აცხადებს კონკურსს 2018-2019 წლის სასწავლო პროგრამაში -"საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკების წარმართვის ტექნიკაში" - მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის მიზანია საჯარო მოხელეების პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლება პოლიტიკის შემუშავებისა და მოლაპარაკების წარმართვის პროცესში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი