en
ge

კონკურსი იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: მწერალთა სახლი
  • დაწყების თარიღი: 01.06.2018
  • ბოლო ვადა: 10.09.2018
  • ბმული: http://writershouse.ge/geo/new/1118
მწერალთა სახლი წელს მეორედ აცხადებს კონკურსს  იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად. პრემია გადაეცემა საბავშვო მწერლებს, ილუსტრატორებს და საბავშვო პროექტის ავტორებს.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ერთობლივი პრემია მიზნად ისახავს საბავშვო სალიტერატურო პროცესების განვითარებას, თანამედროვე საბავშვო ავტორების მოტივირებასა და წახალისებას. კონკურსი ხელს შეუწყობს ახალი საბავშვო ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნას, ასევე, მომავალი თაობის წიგნიერების ამაღლებას.
საბავშვო ლიტერატურული პრემია გაიცემა წელიწადში ერთხელ, სამი განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფისთვის: ყველაზე პატარებისთვის (3-6 წწ.), პატარებისთვის (6-12 წწ.), ყმაწვილებისთვის (12-16 წწ).
წყარო: მწერალთა კავშირი