en
ge

საზაფხულო ბანაკი დაბა ბაკურიანში

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: რეგიონული განვითარების რესურსცენტრი
  • დაწყების თარიღი: 01.06.2018
  • ბოლო ვადა: 30.11.-0001
რეგიონული განვითარების რესურსცენტრი" გთავაზობთ 10 დღიან ინგლისურენოვან ლიდერთა საზაფხულო ბანაკს დაბა ბაკურიანში. 
„ლიდერთა სკოლაში" ტრენინგ კურსს წარუძღვებიან ამერიკელი ტრენერები და ქართველი FLEX კურსდამთავრებული სტუდენტები.
ტრენინგების ხანგრძლივობა დღეში განისაზღვრება 3საათით. მონაწილეები ყოველდღიურად დაწერენ სპეციალურად შექმნილ ტესტებს, რომელიც მათ გაცვლით პროგრამებში კონკურსებში მონაწილეობის დროს გამოადგებათ.
ყოველ საღამოს გაიმართება საღამოს აქტივობები, რომელიც განისაზღვრება 2 საათით.(ტალანტ შოუ, კარაოკე ფართი, მულტიკულტურული საღამო, დისკოთეკა, რა? სად? როდის? მაგიდის თამაშები)
მონაწილეებს ინგლისურ ენაზე ჩაუტარდებათ შემდეგი თემატიკის ტრენინგები; 1. ლიდერობა 2. ეფექტური კომუნიკაცია 3. პროექტის წერა და მართვა 4. მოხალისეობა 5. CV და სამოტივაციო წერილების წერა, 6. საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები. 7. კრეატიული აზროვნება 8. ჯანსაღი ცხოვრების წესი. თითოეული ტრენინგის საშუალებით მონაწილეები მიიღებენ საბაზისო ცოდნას. ტრენინგი იქნება მაქსიმალურად ინტერაქტიული. პროგრამა შედგება 30% თეორიული მასალისგან, პრაქტიკული სავარჯიშო 50%, სიტუაციური დავალებები 20%.
ექსკურსი/ლაშქრობები
საზაფხულო ბანაკი გაიმართება დაბა ბაკურიანში, კომფორტულ და უსაფრთხო სასტუმროში, რომელიც მდებარეობს დიდველთან ახლოს. 
სამჯერადი ჯანსაღი კვება. შვედური მაგიდა.
საზაფხულო ბანაკში არის სპეციალურად შემუშავებული შინაგანაწესი, რომელიც მშობელთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში დეტალურად იქება მიწოდებული. 
მგზავრობო თბილისი–ბაკურიანი–თბილისი, ასევე, ჯგუფის შექმნის შემთხვევაში ქუთაისი–ბაკურიანი–ქუთაისი
პირველი ნაკადი 5–14 ივლისი, მეორე ნაკადი 15–24 ივლისი. 
მონაწილეობა შეუძლია 11–17 წლის საქართველოს და სხვა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს. 
სრული მომსახურეობის საფასურს შეადგენს 550 ლარი
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: 595339181