en
ge

კონკურსი ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ცენტრი თანადგომა
  • დაწყების თარიღი: 01.06.2018
  • ბოლო ვადა: 01.07.2018
  • ბმული: http://jobs.ge/178104/
საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი "თანადგომა" ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "გაუმჯობესებული შესაძლებლობები პატიმრების, ყოფილი პატიმრების და პრობაციონერების ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისათვის" ფარგლებში იწვევს ჟურნალისტებს, ბლოგერებს და მედია-ორგანიზაციებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსის მიზანი:
კონკურსის მიზანია ქართულ მედია სივრცეში კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების, კერძოდ პატიმრების, პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების, მათ შორის ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებული პირებისათვის რეაბილიტაცია/რესოციალიზაციის პროგრამების პოპულარიზაცია და აღნიშნული პირების მიმართ არსებული სტიგმის შემცირება.
წყარო:jobs.ge