en
ge

იწყება განაცხადების მიღება კურსზე - ციფრული ჟურნალისტიკა კავკასიისთვის 2018

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: Interlink Academy for International Dialogue and Journalism
  • დაწყების თარიღი: 28.06.2018
  • ბოლო ვადა: 30.11.-0001
  • ბმული: https://www.mediachecker.ge/ka/treningebi/article/55223
1 ივლისიდან იწყება განაცხადების მიღება სასწავლო კურსის - ციფრული ჟურნალისტიკა კავკასიისთვის 2018, გავლის მსურველებისთვის. ეს კურსი საშუალებას მოგცემთ გაიუმჯობესოთ ფაქტების გადამოწმების უნარ-ჩვევები და დაეუფლოთ მობლურ ვიდეო ჟურნალისტიკას.
ამ კურსში თქვენ ისწავლით რა არის დეზინფორმაცია და როგორ ამოიცნოთ ის. შეიძენთ გადამოწმების აუცილებელ უნარებს და გაიცნობთ ხელსაწყოებს, რომლებიც დაგეხმარებათ დამოუკიდებლად გადაამოწმოთ ინფორმაციის, ფოტოებისა და ვიდეოების ავთენტურობა, რათა მარტივად განასხვავოთ ნამდვილი და ყალბი ახალი ამბები.
კურსის განმავლობაში გავივლით მაგალითებს და შევეცდებით მათი წარმომავლობა დავადგინოთ. ასევე, მოგაწვდით სანდო წყაროებს ევროკავშირისა და სხვა საერთაშორიო ორგანიზაციებზე ინფორმაციის მისაღებად.
წყარო: www.mediachecker.ge