en
ge

ვიდეო კონკურსი – საქართველოს ადგილი ევროპაში

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  • დაწყების თარიღი: 26.07.2018
  • ბოლო ვადა: 20.08.2018
  • ბმული: http://media.org.ge/?p=4525
სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ – საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, ეს კონკურსი თქვენთვისაა!
გიყვართ გადაღება და ემოციების ამ ფორმით გაზიარება? გადაიღეთ მობილური ტელეფონით 5 წუთამდე ხანგრძლივობის ვიდეორგოლი, ატვირთეთ youtube-ს არხზე და ბმული გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტის მისამართზე: batumiijh@gmail.com
სიტყვა ვიდეორგოლი ნუ შეგაშინებთ, ეს ისეთივე პატარა და მარტივი ვიდეოა, როგორსაც, დარწმუნებული ვართ, ხშირად იღებთ მეგობრებთან ერთად და მათ გარეშეც.
კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდას შეუძლია.
საკონკურსო ვიდეორგოლით თქვენ უნდა შეძლოთ:
აჩვენოთ რა შედეგებს მოუტანს საზოგადოებას, ქვეყანას ევროპასთან ღია ურთიერთობები;
როგორ შეიძლება ვებრძოლოთ ევროპული ფასეულობების შესახებ ინფორმაციის გაყალბებას;
როგორ შეიძლება შევუწყოთ ხელი მრავალფეროვან საზოგადოებაში მშვიდობიან თანაცხოვრებას;
რა გავლენას ახდენს დეზინფორმაცია საზოგადოებაზე თუ ცალკეულ ადამიანზე;
რამდენად რეალურია ეთნიკური, რელიგიური უმცირესობების შესახებ მითები, აგრეთვე კულტურისა თუ ტრადიციების დაკარგვის საფრთხე.
წყარო: media.org.ge