ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს ახალ საგრანტო კონკურსს „ქალთა ჯგუფებისა და ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა და მდგრადობა".
საგრანტო კონკურსის მხარდამჭერია გერმანული ქალთა ფონდი ფილია (filia.die frauenstiftung). უკრაინული ქალთა ფონდი, სომხური ქალთა ფონდი და ქალთა ფონდი საქართველოში გეგმავენ საკუთარ ქვეყნებში პროექტების განხორციელებას პროგრამისთვის „სამოქალაქო საზოგადოებასა და მოძრაობას უსაფრთხო სივრცეები სჭირდება ზრდისთვის."
საგრანტო პროგრამა მიზნად ისახავს ქალთა უფლებების აქტივისტებისა და ადვოკატების გავლენის ზრდისა და შენარჩუნებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას საქართველოში, ასევე, მოძრაონათაშორისი თუ რეგიონული თანამშრომლობის წახალისებას.
პროგრამა ფოკუსირდება საქართველოში არსებული მოძრაობების ახალ ტალღაზე, რომელიც მოქმედებითა და იდეოლოგიით არის უფრო პოლიტიკური და საჭიროებს დაუყვნებლივ მხარდაჭერას როგორც უსაფრთხოების, ისე აქტივიზმის მდგრადობის კუთხით.
წყარო: www.womenfundgeorgia.org