en
ge

ასოციაცია ჰერა XXI აცხადებს კონკურსს სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად

არასამთავრობო ორგანიზაცია „ასოციაცია ჰერა ოცდაერთი", რომელიც არის საერთაშორისო ქსელის „ოჯახის დაგეგმვის საერთაშორისო ფედერაციის" წევრი, თბილისის მერიის „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანებასთან" თანამშრომლობით, პროექტის – „მე გადავწყვიტე ჯანსაღი მომავალი" – ფარგლებში, აცხადებს ნაშრომების მიღებას კონფერენციისთვის „ახალგაზრდების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები".
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. უპირატესობა მიენიჭება საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მენეჯმენტის, სამკურნალო, საექთნო ფაკულტეტის სტუდენტებს. მიიღება ინდივიდუალური ან ორი ავტორისგან შემდგარი ჯგუფური ნაშრომები.
კონფერენციის მხარდამჭერია თბილისის მერიის „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება". კონფერენციას ორგანიზებას უწევს ასოციაცია „ჰერა ოცდაერთი".
წყარო: hera-youth.ge