საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) მცირე გრანტების პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, იწვევს სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური (CNM) და რელიგიური (CR) უმცირესობების საბჭოების წევრ ორგანიზაციებს, საპროექტო წინადადების/კონცეფციის წარმოსადგენად.
პროგრამის შესახებ: „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა საქართველოში" [PITA] აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამაა, რომელსაც ახორციელებს „საქართველოს გაეროს ასოციაცია". პროგრამის მცირე გრანტების მექანიზმი მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას, ტოლერანტობის კულტურის გაძლიერებას და სამოქალაქო აქტივიზმის წახალისებას.
მცირე გრანტები საშუალებას მისცემს ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ეთნიკურ უმცირესობათა და რელიგიური საბჭოების წევრ არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩამოყალიბდნენ საქართველოს სამოქალაქო სექტორის მნიშვნელოვან და აქტიურ ნაწილად; ასევე, მათ ექნებათ შესაძლებლობა განახორციელონ ინიციატივები, რომლებიც საქართველოში ტოლერანტობის დამკვიდრებას და ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების წარმოჩენას შეუწყობს ხელს.
საპროექტო წინადადების წარმოდგენა შეუძლია სახალხო დამცველის ტოლერანტობის ცენტრთან არსებულ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა საბჭოების (CNM/CR) წევრ ორგანიზაციებს.
წყარო: საქართველოს გაეროს ასოციაცია