en
ge

მარკეტინგის სერვისები საოჯახო სასტუმროების მფლობელებისთვის

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: USAID Zrda Activity
  • დაწყების თარიღი: 25.09.2018
  • ბოლო ვადა: 24.12.2018
  • ბმული: http://jobs.ge/190722/
მოცემული აქტივობის მიზანია, დაეხმაროს კონკურსის წესით შერჩეულ, „ზრდას" სამიზნე რეგიონებში მოქმედ ბენეფიციარ სასტუმროებს შემდეგი სახის ციფრული მარკეტინგის მომსახურებების მიღებაში:
(ა) დაინტერესებული სასტუმროებისთვის ინდივიდუალური ტრეინინგებისა და კონსულტაციების მიწოდება ონლაინ/სოციალურ მედიაში განსათავსებელი შინაარსის (კონტენტის) შექმნასა და საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის (SEO) პრინციპების გამოყენებაზე;
(ბ) სასტუმროებისთვის მოკლე, მიმზიდველი აღწერილობების მომზადება დაჯავშნის სისტემებში, ვებ-გვერდებზე, სოციალურ მედიაში განსათავსებლად;
(გ) საინფორმაციო ან კომპლექსური ვებგვერდების შექმნა ყველაზე მოტივირებული მესაკუთრეებისთვის მათი საჭიროებებისა და სურვილებისამებრ;
(დ) მიდგომებისა და სტრატეგიის შეთავაზება გაყიდვების გაზრდისათვის, ციფრული მარკეტინგის არხებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით, მათ შორის სოციალური და კომერციული რეკლამა;
(ე) სარეკლამო მასალების დიზაინი და დაბეჭდვა თითოეული დაინტერესებული ბენეფიციარისთვის, რაც შეავსებს სასტუმროს ციფრული მარკეტინგის სტრატეგიას.
ზრდა აცხადებს მოთხოვნას საგრანტო განაცხადზე N 054-3002A-003-S-2018 - მარკეტინგის სერვისები მცირე, საშუალო ზომის და საოჯახო სასტუმროების მფლობელებისთვის
განაცხადების წარმოდგენისას გთხოვთ მიუთითოთ საგრანტო განაცხადის N 054-3002A-003-S-2018 შესაბამის ველში.
სატელეფონო ზარები არ მიიღება.
წყარო: jobs.ge