en
ge

კურსი - სამოქალაქო განათლება და მშვიდობის მშენებლობა

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: კავკასიური სახლი
  • დაწყების თარიღი: 26.09.2018
  • ბოლო ვადა: 07.10.2018
  • ბმული: http://jobs.ge/191110/
"კავკასიურმა სახლმა" დაიწყო განაცხადებების მიღება სალექციო კურსში "სამოქალაქო განათლება და მშვიდობის მშენებლობა" მონაწილეობის მისაღებად.
სალექციო კურსი დაიწყება 24 ოქტომბრიდან და მოიცავს 12 ლექციას. ლექციები ჩატარდება "კავკასიურ სახლში", კვირაში ორჯერ, საღამოს საათებში.
შერჩევის კრიტერიუმები:
** ასაკი: 20-30 წელი;
** სამიზნე ჯგუფი: სტუდენტები, მკვლევრები, რომელთაც სურთ შეიძინონ/გაიღრმავონ ცოდნა სამოქალაქო განათლებისა და კონფლიქტის ანალიზის მიმართულებით.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: http://bit.ly/2Q3mBdB
პროექტის შინაარსი: "კავკასიური სახლი" საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "International Alert"-თან ერთად ახორციელებს პროექტს "ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა". პროექტის მიზანია, სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებ ახალგაზრდებს მისცეს საფუძვლიანი ცოდნა დემოკრატიის, სამოქალაქო განათლების, ადამიანის უფლებების, კონფლიქტის ანალიზისა და ნაციონალიზმის საკითხებზე. სალექციო კურსი მოიცავს, როგორც ლექცია-სემინარებს აკადემიურ და თეორიულ საკითხებზე, ისე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან; ასევე თემატური ფილმების ჩვენებასა და დისკუსიებს. პროექტის შედეგად მონაწილეები შეიძენენ ცოდნასა და უნარებს, რაც მნიშვნელოვანი იქნება სამომავლოდ პოლიტიკის ფორმირებისა და სამოქალაქო აქტივიზმისთვის.
სალექციო კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი, ხოლო აქტიური მონაწილეები დამატებით გაივლიან სამდღიან ინტენსიურ ტრეინინგს კონფლიქტების ანალიზში.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 7 ოქტომბერი
წყარო:jobs.ge