en
ge

საქართველოში ფემინისტური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობა

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: ქალთა ფონდი საქართველოში
  • დაწყების თარიღი: 03.10.2018
  • ბოლო ვადა: 01.11.2018
  • ბმული: http://womenfundgeorgia.org/ka/WhatWeDo/Grantmaking/2537
ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს „საქართველოში ფემინისტური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობა", რომლის ფინანსური მხარდამჭერია „ფონდი ოქი"-ს ქალთა პროგრამა.
საგრანტო პროგრამა მიზნად ისახავს ქალთა გაძლიერებას და ფემინისტური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობას.
პროგრამა ქალთა ჯგუფებს თუ ქალთა უფლებების დამცველ აქტივისტებს საშუალებას მისცემს განახორციელონ შემდეგი ინტერვენციები:
ფემინისტური საგანმანათლებლო ინიციატივები (ვორქშოფები, ტრენერთა ტრენინგი და სხვ.)
კანონმდებლობის და პოლიტიკის ადვოკატირება
ფემინისტების, ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტების, ქალთა ორგანიზაციების/ჯგუფების კოლექტიური ინიციატივები და მათი შესაძლებლობების ზრდა
შემოქმედებითი ინიციატივები, მიმართული ქალთა მოძრაობის განვითარებასა და ცვლილების გამოწვევაზე
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქალთა ფორმალურ და არაფორმალურ ჯგუფებს (რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს) და ქსელებს, საქართველოს დედაქალაქიდან და რეგიონებიდან.
ქალთა ფონდი კონკურსის ფარგლებში მხარს დაუჭერს პროექტებს:
• რომლებსაც ახორციელებენ ქალები
• რომელთა პირდაპირი და საბოლოო ბენეფიციარები არიან ქალები
წყარო: womenfundgeorgia.org